არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ერთერთი პირველი ვიზიტი ამ ქვეყნიდან გარეთ უნდა იყოს ავღანეთში

ერთერთი პირველი ვიზიტი გარეთ ამ ქვეყნიდან, ალბათ უნდა იყოს ავღანეთში, სადაც ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის. ეგოისტურად ჩვენს დამოუკიდებლობაზე კი არ ვზრუნავთ, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ერთი მსოფლიოს შვილები. თანასწორობა იმაში არის, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკულიც იყოს.

თქვა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრისას. ზურაბიშვილმა ისაუბრა ქართველი სამხედროების როლზე ტერორზმთან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში იგი ავღანეთს ეწვევა.

კომენტარები