კრივი

მოდი, გავხადოთ ლას ვეგასი კვლავ დიდებული - მეივეზერი ხაბიბის გამოწვევას ეხმაურება

ლეგენდარული მოკრივე, ფლიოდ მეივეზერი MMA-ის მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევას გამოეხმაურა. 

მეივეზერმა ინსტაგრამზე დაწერა: 

Let's make Las Vegas Great Again - მოდი, გავხადოთ ლას ვეგასი კვლავ დიდებული. 

ხაბიბ ნურმაგომედოვმა მეივეზერი გუშინ გამოიწვია - მას კრივში დაპირისპირება შესთავაზა. 

"ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა, რა თქმა უნდა, მეფე მე ვარ", - თქვა ხაბიბმა.

ნურმაგომედოვი 30 წლის დაღესტნელი სპორტსმენია, რომელსაც MMA-ის მებრძოლის კარიერაში 28 გამარჯვება და არც ერთი მარცხი აქვს. 

დაუმარცხებელია 41 წლის ამერიკელი მოკრივე ფლიოიდ მეივეზერიც, რომელმაც 50 ბრძოლიდან 50-ვე მოიგო. 

ერთი წლის წინ მან MMA-ის კიდევ ერთ მებრძოლს, კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. 

კომენტარები