კრივი

კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეიუეზერი ერთმანეთს 26 აგვისტოს დაუპირისპირდებიან

John Locher/Julio Cortez / Associated Press

კრივის ორი სუპერვარსკვლავი - ლეგენდარული კონორ მაკგრეგორი და დაუმარცხებელი ფლოიდ მეიუეზერი ერთმანეთს 26 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

ცნობა ამის შესახებ ორივე მოკრივემ Twitter-ზე დაადასტურა.

U.F.C.-ის ისტორიაში მაკგრეგორი ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც ჩემპიონის ქამარი ორ წონით კატეგორიაში მოიგო. ამავე დროს, მეიუეზერმა 49-ვე გამართულ შეხვედრაში დაამარცხა მეტოქე და დაუმარცხებელის ტიტული შეიძინა.

როგორც კონორ მაკგრეგორმა 2 წლის წინ Esquire-თან ინტერვიუში განაცხადა, თუ მეიუეზერთან დაპირისპირების შანსი მიეცემა მოწინააღმდეგეს 30 წამში დაამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ, თითოეული მოკრივე სულ მცირე 90 მილიონ ევროს მიიღებს.

კომენტარები