არჩევნები 2018

BCG-ის კვლევა: 72% ფიქრობს, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება

benjielayug.com

პარტია ევროპული საქართველოსთვის სოციოლოგიური კვლევების კომპანია ბი-სი-ჯის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 71.8% ფიქრობს, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 15.7% მიიჩნევს რომ მოვლენები სწორი კურსით ვითარდება.


ფოტო: BCG კვლევა

კითხვაზე თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო არასწორად ვითარდება მოსახლეობის 74.6% პასუხობს, რომ ამაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ხალხს პასუხისმგებლობას 7%, ხოლო მთავრობას და ხალხს ერთად 5.4% აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთანავე, მოსახლეობის 65.8% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათ მოლოდინები გაუცრუა. მხოლოდ 14% ამბობს რომ ექსპრემიერმა მათი მოლოდინები გაამართლა.

კვლევის მეთოდოლოგია:

კვლევა ევროპული საქართველოს დაკვეთით და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია "ბი-სი-ჯი-კვლევამ" შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს.

კომენტარები