ფეხბურთი

შვედეთის ჩემპიონატზე, ნახევარმცველმა გოლი ტრიბუნიდან ნასროლი ლუდით აღნიშნა (VIDEO)

შვედეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, "ჰამარბიმ" გიორგი ხარაიშვილის "გიოტერბორგი" 3:0 დაამარცხა.

ყურადღება მიიქცია მე-3 გოლმა - კენედი ბაქარჩიოღლუმ "გიოტერბორგის" კარი საჯარიმო დარტყმით აიღო, გოლი კი, ტრიბუნიდან ნასროლი ლუდის ჭიქით აღნიშნა. 37 წლის ნახევარმცველმა ჭიქა დაიჭირა და ლუდიც დალია. 

კომენტარები