გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

ბაქრაძე: აუცილებელია ოთინაშვილის გამტაცებლების ჩასმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში

ტაბულა

"თითოეულმა მოძალადემ ვინც ძალადობს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა იცოდეს რომ, ისინი აუცილებალდ გახდებიან სამართლბრივი და პოლიტიკური დევნის ობიექტი" - ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთიდან 36 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, ქართულმა მხარემ ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღოს მის გასათავისუფლებლად.

"ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მაია ოთინაშვილის უსწრაფესად გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად. ეს მოიცავს ჩვენი მთელი დიპლომატიური რესურსის ამოქმედებას, ჩვენი პარტნიორების, ელჩების და საერთაშორისო ორგანიზების ინფორმირებას, მაგრამ მხოლოდ ინფორიმირება და გათავისუფლება არ არის საკმარისი. აუცილებელია მოძალადეების და იმ ადამიანების დასჯა ვინც გაიტაცა და სავარაუდოდ შეურაცყოფა მიაყენა მას. ამიტომ აუცილებელია ამ ადამინების ჩართვა ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში, მათ წინააღმდეგ სანქციების მიღება და საერთაშორისო ძებნაზე დასმა. თითოეულმა მოძალადემ ვინც ძალადობს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა იცოდეს რომ, ისინი აუცილებალდ გახდებიან სამართლბრივი და პოლიტიკური დევნის ობიექტი რათა ვერ გაბედოს მომავალში, ასეთი რამის გაკეთება." - ამბობს ბაქრაძე.

ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. 2 ოქტომბერს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის ოჯახის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ნაცემია და სწორედ ამიტომ არ აძლევენ მათ ნახვის საშუალებას.

პრემიერმინისტრის თქმით, "შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები."

კომენტარები