საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძე: არჩევნებზე არ მისული ადამიანი არის მთავრობისთვის ნაჩუქარი ხმა

ძალიან ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ მათ აღარ აქვთ მომავლის რწმენა, ბევრისგან მომისმენია, რომ იმდენად არ მოსწონთ დღევანდელი ცხოვრება, იმდენად არ მოსწონთ დღევანდელი მთავრობა, რომ არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას. მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ არჩევნები პირველ რიგში ეკუთვნის სწორედ იმ ხალხს ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ცხოვრება, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი გაჭირვება, ვინც მოატყუეს, ვისაც საქმე არ გაუკეთეს, ვისაც გვერდით არ დაუდგა მთავრობა, ვინც ხედავს, რომ ქვეყანა წინ ვერ მიდის და მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს. ამ ხალხს ეკუთვნის პირველ რიგში არჩევნები და თუ ეს ხალხი არ წავა არჩევნებზე ეს ნიშნავს იმას, რომ სხვები გადაწყვეტენ მათ მაგივრად, როგორი იქნება ხვალინდელი დღე და ნუ მისცემთ საშუალებას სხვებმა გადაწყვიტონ თქვენი ცხოვრება, სხვებმა გადაწყვიტონ თქვენი ხვალინდელი დღე. ნუ გაუშვებთ ხელიდან არჩევნებს იმიტომ, რომ სწორედ არჩევნებია ის იარაღი რომლითაც ხალხს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. ამიტომ მოდი ერთად დავდგეთ ამ არჩევნებზე, ნუ ვაჩუქებთ ჩვენ ხმას მთავრობას. არჩევნებზე არ მისული ადამიანი არის მთავრობისთვის ნაჩუქარი ხმა.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნების შესახებ.

კომენტარები