გაერო

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი გაეროს სხდომას ახალშობილთან ერთად დაესწრო

ჯასინდა არდერნი
Reuters

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი, ჯასინდა არდერნი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას ახალშობილთან ერთად დაესწრო.

ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე ის ქალიშვილს ეთამაშა.

არდერნის სიტყვით გამოსვლისას ბავშვს მის პარტნიორი, კლარკ გეიფორდი უვლიდა.

ჯასინდა არდერნი
ფოტო: Reuters

არდერნმა ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის პოსტი გასული წლის ოქტომბერში დაიკავა. ქალიშვილი მას მიმდინარე წლის ივნისში შეეძინა, ხოლო აგვისტოში სამსახურეობრივი მოვალოების შესრულებას დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიაში გასულ კვირას კანონში ცვლილება შეიტანეს, რომელიც მინისტრებს საშუალებას აძლევს მივლინების დროს თან ბავშვის მომვლელი წაიყვანონ და ამის საფასური ბიუჯეტიდან დაიფაროს, არდერნმა თქვა, რომ მისი პარტნიორის ნიუ იორკში გამგზავრების ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან დაფარავდა.

კლარკ გეიფორდმა საკუთარ Twitter-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც საშვი ჩანს წარწერით "პირველი ბავშვი"

კომენტარები