ჩემი აზრით, ეკლესიას საკმარისზე მეტი პოლიტიკური უფლება აქვს მინიჭებული - ერთი რაღაც საკონსტიტუციო ჩანაწერით, მეორე კონკორდატით და შემდგომ ამ კონკორდატიდან გამომდინარე პრივილეგიებით, რომლებიც მას აქვს მიღებული, მათ შორის საგადასახადო პრივილეგია თუ სხვა ტიპის პრივილეგიები - საბიუჯეტო დაფინანსება, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გადაცემული ქონებები და ა.შ. საკმარისზე მეტი აქვთ და არა მგონია მათი პოლიტიკური გამყარება ვინმეს ინტერესში იყოს, პირიქით, რაც აქვს ის პრივილეგიებიც ჩასახსნელი და ჩამოსართმევია. სინამდვილეში იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომ მათი პოლიტიკური ძალა კიდევ გამყარდეს, არამედ იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის წყაროები რაც არის, ის წყაროებიც შეიკვეცოს. ესაა, ჩემი აზრით, სწორი პოზიცია, რომელიც უნდა არსებობდეს სეკულარულ სახელმწიფოში.
tbl.ge/353r
დაკოპირდა

ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე მეგრელიშვილზე: არანაირი გარანტიები არავისგან არასდროს არ მქონია
- ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია
- ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ, ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში
- ჯაფარიძე: პარტიები თანხმდებიან მეტზე, ან ზურაბიშვილი ცალმხრივად იღებს პასუხისმგებლობას
- ჯაფარიძე ვაშაძის 4 პუნქტზე: ეს პუნქტები კანდიდატის წევრობის სტატუსთან პირდაპირ კავშირშია




