სინგაპურში Apple-ის მაღაზიასთან კარვებში შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ახალი სმარტფონის iPhone XS და iPhone XS Max-ის შეძენას, Huawei-მ უფასო კვების ბლოკები (Power Bank) დაურიგა.
როგორც ცნობილია, თითო კვების ბლოკის, ე.წ. ფაუერ ბენკის ღირებულება 59$ ამერიკული დოლარია.
Huawei-მ ე.წ. ფაუერ ბენკებს წარწერაც დაურთო - "დაგჭირდებათ."