ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Huawei-მ შეთანხმება დადო რუსულ ტელეკომებთან, რომ შემდეგი წლის განმავლობაში მათთვის 5G ქსელს დანერგავს. ყველაზე მსხვილ რუსულ ტელეკომუნიკაციების კომპანიასთან, MTS-თან შეთანხმებას ხელი ჩინეთის პრეზიდენტის სინ ძინპინის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს ხელი.
"შეთახმება გულისხმობს 5G ტექნოლოგიების განვითარებას და მეხუთე თაობის ქსელების პილოტურ ჩაშვებას ქსელში 2019-ში და 2020-ში"- განაცხადა MTS-მა.
შენჯენში დაფუძნებული კომპანიისთვის ეს გარიგება კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს დაიდო. ცოტა ხნის წინ აშშ-მ დაბლოკა Huawei ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო. ამერიკა კომპანიას შპიონაჟში და ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მოკავშირე ქვეყნებს უარი თქვან Huawei-ს 5G ქსელის გამოყენებაზე.
Huawei მრავალჯერ უარყო ბრალდებები და ამტკიცებს, რომ ჩინეთის სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია. თუმცა, Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება უკვე აიკრძალა ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაშიც.
აკრძალვები დააზიანებს Huawei-ს, რადგან მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილი სმარტფონების მწარმოებელი ჩიპების ნახევარს ამერიკელი მწარმოებლებისგან ყიდულობს. ამავე დროს, აკრძალვების შედეგად აშშ-ს კომპანიებმა შესაძლოა დაკარგონ მთავარი კლიენტი და 5G ქსელის განვითარება შეფერხდეს.
რუსეთი არ იზიარებს ამერიკის შეშფოთებას უსაფრთხოების შესახებ. "MTS-თან დადებული შეთანხმება მოიტანს არა მხოლოდ 5G ქსელის გამოყენებას უახლოეს მომავალში, არამედ წვლილს შეიტანს ეკონომიკური კავშირების გამყარებაში რუსეთსა და ჩინეთს შორის" - განაცხადა MTS-ის პრეზიდენტმა ალექსეი კორნიამ ხუთშაბათს.
"ფაქტი, რომ შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტები, ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პარტნიორობა რუსეთსა და ჩინეთს შორის,"- ამბობს Huawei-ის აღმასრულებელი დირექტორი გუო პინი.