თუ საქართველოს მომავალის, ქართული ახალგაზრდობის ფიზიკური დაცვის, ქართველი ხალხის დაცვის გაწყვეტისგან, ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და მოდური არ არის ზოგიერთ პოლიტიკურ სექტებში, მაშინ მე ამაყად არამოდური ვიქნები, იმიტომ, რომ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ნარკოტიკებთან ბრძოლის მომხრე და მეორეც ერთი, მიხეილ სააკაშვილის და საერთოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოიტანა სიტყვის თავისუფლება და ჩვენ ცენზორები არ გვჭირდება. განსაკუთრებით ცენზორები არ გვჭირდება იმ პოლიტიკური დაჯგუფებისგან, რომელსაც თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს და კარგი იქნება, ეს საპრეზიდენტო კანდიდატი გააკონტროლონ, მას ელაპარაკონ და ჭკუა დაარიგონ. თუ ვიღაცას ლიბერალიზმი ეშლება იმაში, რომ ადამიანს არ უნა ჰქონდეს პატრიოტიზმი, არ უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა, არ უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდა თაობის მომავალზე და გაემიჯნოს საზოგადოებას მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებასთან ერთად ეკლესია დგას. საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, დიდი ბოდიში მომითხოვია მაგრამ მე ამაზე უარს ვერ ვიტყვი, რადგან ეს არის ჩემი პოზიცია.
პრეზიდენტობის კანდიდატი
ვაშაძე: ამაყად არამოდური ვიქნები, იმიტომ რომ ვარ და ვიქნები ნარკოტიკებთან ბრძოლის მომხრე
tbl.ge/34yx
დაკოპირდა
ამბობს ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გრიგოლ ვაშაძე რუსთავი2-თან.
ამავე თემაზე
- უსუფაშვილი: ქვეყანაში მიმდინარეობს წესების გარეშე ბრძოლა ხელისუფლებისთვის
- ბაქრაძე: ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე თითოეული ადამიანი ირჩევს საკუთარ მომავალს
- ნათელაშვილი: 28-ში ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი ლილოს რევოლუცია
- ზურაბიშვილი: მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი
- ზურაბიშვილი: ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ