მარიხუანის ლეგალიზაცია

სამხრეთ აფრიკაში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა

სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება და მოხმარების მიზნით მისი გაზრდა კანონიერი იქნება. სამხრეთ აფრიკის მთავრობა მარიხუანის ლეგალიზაციას დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. 

სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მარიხუანის მოხმარებისთვის ბრალდებულმა სამმა პირმა გაასაჩივრა აკრძალვა, რომელიც მათი თქმით "გაუმართლებლად იჭრება მათ კერძო სფეროში."

"ზრდასრული ადამიანისთვის პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის ფლობა ან მოხმარება აღარ იქნება დასჯადი ქმედება." - განაცხადა სამხრეთ აფრიკის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ. 

ამ გადაწყვეტილებას მიესალმება "სამხრეთ აფრიკის კანაბისის განვითარების საბჭო" და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ბრალი მოუხსნას ყველა ადამიანს, ვინც მარიხუანის ფლობის გამო დაისაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დასჯადი იქნება მხოლოდ მარიხუანის გაყიდვა, მომარაგება და მისი მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 

კომენტარები