World Upside Down

ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ანდრეა ტომპსონთან

აშშ-ს საელჩო საქართველოში

ინტერვიუ ჩაწერილია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა 2018".
 

იგეგმება თუ არა რუსეთთან შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების განახლება? ამ კონტექსტში, სად ხედავთ საქართველოს, აქ განლაგებულ რუსულ საოკუპაციო ჯარებს?

მიხარია საქართველოში დაბრუნება. სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტატუსით აქ პირველად ვარ, თუმცა გასულ წელს ვიცეპრეზიდენტს ვახლდი. შესანიშნავია, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მთავრობა განაგრძობს ძალისხმევას - რეფორმები გრძელდება, ახლახანს გვქონდა „ღირსეული პარტნიორის“ შესანიშნავი ერთობლივი წვრთნები. სასიამოვნო იყო დღის დაწყება მნიშვნელოვანი მინისტრებით, შეხვედრები გაგრძელდება. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. მოუთმენლად ველით ერთად მუშაობას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე. დიდი რეფორმები ტარდება და ამ დიდ გზაზე წინსვლა გრძელდება. ჩვენ ამ ძალისხმევის დიდი მხარდამჭერები ვართ. ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთთან, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ცოტა ხნის წინ შეხვდა მის კოლეგას. მუშაობა გაგრძელდება რუსეთის თანხმობაში მოსაყვანად - რუსეთს არ შეუსრულებია მისი ვალდებულებები, საერთაშორისო შეთანხმებები. ამაზე ვმუშაობთ როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივ ფორმატში. ამ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოა, ის საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება.

თქვენ აღნიშნეთ ბატონი ბოლტონის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან. მრავალი ქართველი პოლიტიკოსი წუხს, რომ საქართველო აღარ არის აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობის დღის წესრიგში. ახსენეს თუ არა ამ შეხვედრაზე საქართველო და მისი ოკუპაცია? სად ხედავთ ამ თემის ადგილს რუსეთთან თქვენს საუბრებში?

ეს ადმინისტრაცია ძალზედ თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ვიცეპრეზიდენტისგანაც მოისმინეთ. ეს თემა არსებობს როგორც ჩვენს ორმხრივ დისკუსიებში, ასევე NATO-სთან და სხვა პარტნიორებთან. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის მხარდამხარ და მოველით შემდეგ ნაბიჯებს.

იხილეთ ინტერვიუ:

კომენტარები