იაპონელმა მწერალმა,ჰარუკი მურაკამიმ "ახალი აკადემიის" ლიტერატურული პრიზის კანდიდატთა სიიდან საკუთარი სახელის ამოღება მოითხოვა.
აკადემიამ ოთხი ნომინანტი დაასახელა. იაპონელმა მწერალმა მათ დაუყოვნებლივ მიმართა როგორც კი საკუთარი თავი ამოიკითხა კანდიდატებში.
მწერალმა შვედეთის ახალ აკადემიას მისწერა. მურაკამის თქმით, ის ახალ წიგნზე მუშაობს და ამიტომ არ სურ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს. მან აკადემიას წარმატებები უსურვა.
თავად აკადემიის წარმომადგენელთა თქმით, ისინი პატივს სცემენ მურაკამის გადაწყვეტილებას.
47 კანდიდატიდან ხმის მიცემით 4 მწერალი გამოირჩა. დარჩენილი ნომინანტები არიან კიმ თუკი (ვიეტნამი / კანადა), ნილ გიმანი (დიდი ბრიტანეთი / აშშ) და მარის კონდე (გუედოლუპე / საფრანგეთი)
ისინი ჟიურის წინაშე წარსდგებიან, გამარჯვებულის ვინაობა.ოქტომბერში გახდება ცნობილი.
ნობელის პრემიის კომიტეტმა მაისში გადაწყვიტა, რომ 2018 წლის ლიტერატურის დარგში პრემიას აღარ გადასცემს.





