NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ცხოვრება+სტილი

გვინეტ პელტროუს კომპანიას "ვაგინალური კვერცხების" არასწორი რეკლამირება აეკრძალა

ოთხშაბათი, 5 სექტემბერი, 2018 - 17:49
tbl.ge/33zm
დაკოპირდა

გვინეტ პელტროუ Goop-ის სამიტზე
ფოტო: Getty

გვინეტ პელტროუს კომპანია Goop-ს პროდუქციის სამკურნალო თვისებების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო $145,000-ის ჯარიმა დაეკისრა.

კომპანიას დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადახდაც დაევალა.

ოსკაროსანმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ 2008 წელს დააფუძნა კომპანია Goop inc, რომელიც კოსმეტიკასთან და სხვა აქსესუარებთან ერთად ყიდის პროდუქტებს, რომელთაც კომპანიის მტკიცებით, გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვთ. მათ შორისაა ნეფრიტის ქვისგან დამზადებული კვერცხი, რომლის ღირებულებაც $66 დოლარია.

4 სანტიმეტრის სიგრძის და 3 სანტიმეტრის სიგრძის კვერცხის ვაგინაში მოთავსება Goop-ის განმარტებით "სპირიტუალურ დეტოქსიკაციას", სექსუალური ენერგიის ზრდას და ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც მის ფორმას და ნეფრიტის ქვის "სამკურნალო" ეფექტებს უკავშირდება. ვაგინალური კვერცხების კიდევ ერთ დადებით თვისებად Goop-ი დეპრესიასთან ბრძოლას ასახელებს. ნეფრიტთან ერთად Goop-ი კვარცის ქვისგან დამზადებულ ვარდისფერ კვერცხსაც ყიდის. კომპანიის ინფორმაციით, შედარებით ბიუჯეტურ, $55 დოლარიან კვერცხსაც ანალოგიური სამკურნალო თვისებები აქვს. 

კალიფორნიის შტატის პროკურორებმა Goop-ის წინააღმდეგ მოამზადეს სარჩელი ვაგინალური კვერცხებისა და "დეპრესიის მომხსნელი ზეთის" ჯანმრთელობის ეფექტების შესახებ, რომ კომპანიის არცერთი განცხადება არ იყო მეცნიერულად დასაბუთებული. 4 სექტემბერს სასამართლომ კომპანიას ჯარიმის სახით $145,000-ის გადახდა დააკისრა. Goop-ს აეკრძალა ამ პროდუქტების სარგებლიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე, კომპანიას დაეკისრა $66-ის და $55-ის გადახდა მათთვის, ვინც ეს პროდუქტი შეიძინეს. 

კვარცის და ნეფრიტის კვერცხები

Goop-ს საკუთარი პროდუქტების შესახებ მცდარი და ბუნდოვანი ინფორმაციის გავრცელების გამო წარსულშიც აკრიტიკებენ. მათ შორისაა "ყავის ოყნების" გასაკეთებელი $135-დოლარიანი ხელსაწყო "Implant O'Rama".

Goop-ის ინფორმაციით, ყოველდღიურად, ყავის ოყნების გაკეთება ხელს უწყობს ორგანიზმის განწმენდას და დეტოქსიკაციის პროცესს. 

თუმცა, აშშ-ის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის შეფასებით, არსებობს არაერთი დადასტურებული შემთხვევა, რომ "ყავის ოყნებმა" კოლონარული სისტემის დაავადებები გამოიწვიეს. აღრიცხულია შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა შედეგად ქიმიური დამწვრობებიც მიიღეს. 

ოყნა Goop-ისგან

ცხოვრება+სტილიგვინეტ პელტროუgoop

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 25 დეკემბერი, 2017 - 14:22კაცმა $25 000 დოლარი დახარჯა, რათა დევიდ ბექჰემს დამსგავსებოდა
  • ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 2017 - 13:57ცოლისგან თავის დასაღწევად კაცმა 10 წელი ტყეში იცხოვრა
  • ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2017 - 12:51ქალი, რომელიც 8 წლის წინ ძაღლზე დაქორწინდა, ამბობს, რომ ეს შესანიშნავია
  • სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2017 - 14:52ტომ ჰარდის ფოტოები ძაღლებთან ერთად
  • სამშაბათი, 1 აგვისტო, 2017 - 11:51დანებით აგებული ანგელოზის სკულპტურა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 00:28

უკრაინა ფრანგულ Rafale-ის ავიაგამანადგურებლების პირველ პარტიას 2028-29 წლებში მიიღებს

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 22:41

აშშ-მ იერიში მიიტანა ირანის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების სარემონტო ობიექტზე

სააპელაციო სასამართლომ ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო – საფარი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 21:24

სააპელაციო სასამართლომ ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო – საფარი

უკრაინა და კიდევ ცხრა ევროპული ქვეყანა ანტისარაკეტო კოალიციის თანადამფუძნებლები გახდნენ
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 21:18

უკრაინა და კიდევ ცხრა ევროპული ქვეყანა ანტისარაკეტო კოალიციის თანადამფუძნებლები გახდნენ

პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 20:22

პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕