აბსოლუტურად გასაგებია ქართულ ოცნებაში მიმდინარე დისკუსია - პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს? თეორიულად ხომ შეიძლება დავუშვათ ეს. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს ქართული ოცნება 8 სექტემბრამდე ვადას, სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია, ქართული ოცნების გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია, ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი ქართულმა ოცნებამ
tbl.ge/33t8
დაკოპირდა

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




