არჩევნები 2018

მარგველაშვილი: ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ

ჩემთვის ნიშანდობლივია და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ საქართველოს რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან, იმიტომ, რომ როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც, ჩვენი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე სხვა ან ელიტას ან ვინმე სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე, იწყებოდა თქვენგან - საქართველოს მოქალაქეებიდან და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით. მინდა სწორედ თქვენ გაგიზიაროთ ის პოზიცია, რომ ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით, თქვენთან ერთად გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, სტუდენტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები