ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი - მცირეწლოვანი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, ხუთ პაციენტს, რომელთა შორის ორი ბავშვია, ჩაუტარდა ამბულატორიული მომსახურება. მედიკოსების გადაწყვეტილებით, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. ისინი სომხეთიდან აჭარაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ.
სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 3 პაციენტი - სომხეთის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე.





