ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მე-18 ჩოგანი ჯეკ სოკი დაამარცხა და US open-ის მესამე რაუნდში გავიდა

NikolozBasilash / facebook.com

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონატზე ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ჯეკ სოკი 4 სეტში, ანგარიშით 6:4, 3:6, 2:6, 6:7(3) დაამარცხა და მესამე რაუნდში პირველად გავიდა.

შემდეგ შეხვედრაში მისი მეტოქე 66-ე ჩოგანი არგენტინელი გუიდო პელა იქნება.

ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლის ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობის ჩემპიონატი მოიგო.

 

კომენტარები