ჩოგბურთი

ფრანგ ჩოგბურთელ ქალს კორტზე მაისურის გახდისთვის გაფრთხილება მისცეს [ვიდეო]

ESPN

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონატზე ჩოგბურთელებს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გამო 10 წუთიანი შესვენების უფლება მისცეს. მსგავსი შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ ფრანგმა ჩოგბურთელმა ქალმა, ამჟამად 31-ე ჩოგანმა, ელიზ კორნეტმა აღმოაჩინა, რომ მაისური უკუღმა ჩაიცვა.

მან მაისური გაიხადა და ხელახლა ჩაიცვა, თუმცა ამის გამო გაფრთხილება მიიღო.

გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა. ყოფილმა და ამჟამინდელმა ჩოგბურთელებმა აღნიშნეს, რომ მამაკაცი ჩოგბურთელები მსგავს შემთხვევაში გაფრთხილებას არ იღებენ.

ქალ ჩოგბურთელებს კორტზე მაისურის გახდა ეკრძალებათ, მაშინ, როდესაც მამაკაცებისათვის მსგავსი წესი არ მოქმედებს, რასაც სექსიზმის გამო აკრიტიკებენ. მიმდინარე ჩემპიონატზე სიცხის გამო კორტზე მაისური გაიხადეს ისეთმა ცნობილმა ჩოგბურთელებმა, როგორებიც არიან როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, თუმცა მათ გაფრთხილება არ მიუღიათ.

კომენტარები