პოპულარული ამერიკული კომედიური სერიალი „დიდი აფეთქების თეორია“ მე-12 სეზონით დასრულდება.
სერიალის შემქმნელებმა თქვეს, რომ გადაღებები აღარ გაგრძელდება.
კომპანიებმა Warner Bros, Television, CBS და Chuck Lorre Productions ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მაყურებლებს ერთგულებასა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
მე-12 სეზონის პრემიერა 24 სექტემბერს შედგება.
„დიდი აფეთქების თეორია“ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუა. სერიალს Emmy-ს 7 ჯილდო აქვს და 46-ჯერ იყო ნომინირებული სხვადასხვა კატოგორიაში.