სერიალები

BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალები დაასახელა

BBC

გამოცემა BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალების სია გამოაქვეყნა. 

კვლევაში მსოფლიოს 43 ქვეყნიდან 206-მა სატელევიზიო შოუების ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ შედგენილი ათეულებით გამოცემამ შეადგენა ასეული.

პირველი ადგილი, როგორც მოსალოდნელი იყო, The Wire-მა დაიკავა. 2002-2008 წლებში HBO-ს მიერ გადაღებული პოლიციური სერიალი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და დროზე ადრე დაიხურა მცირე ბიუჯეტის გამო, თუმცა მოგვიანებით შოუმ საკულტოს სტატუსი მოიპოვა. მეორე ადგილზე ექსპერტებმა Mad Men გაიყვანეს, ხოლო მესამეზე კრიმინალური დრამა Breaking Bad გავიდა.

BBC-ის აზრით 21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალების ათეული ასე გამოიყურება:

The Wire

Mad Men

Breaking Bad

Fleabag

Game of Thrones

I May Destroy You

The Leftovers

The Americans

The Office (UK)

Succession

მთლიანი ასეულის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

კომენტარები