ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, კომპანია "აგროჯორჯიას" თხილის პლანტაციაში 67 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
"სამწუხაროდ, გვაქვს უბედური შემთხვევა, მაგრამ არის გაურკვევლობა. არაფერი ვიცით. ადგილზე არ ვიყავი და ახლა მივდივარ, რომ მეც გავერკვე სიტუაციაში“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ინტერპრესნიუსთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უბედური შემთხვევა
ზუგდიდში, თხილის პლანტაციაში კაცს ტრაქტორი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა





