პოლონეთში, ქალაქ ლიუბლინში მდებარე ყოფილ ტყვეთა ბანაკ „მაიდანეკში“ ებრაელმა ახალგაზრდამ შარვალი ჩაიხადა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ადგილობრივი პოლიციიელებმა ის ადგილზე დააკავეს. მათი ცნობით, 17 წლის ბიჭი მუზეუმის დათვალიერების დროს, მოულოდნელად ბანაკისგან ზურგით დადგა და შარვალი ჩაიხადა. მომხდარი ვიდეოკამერამაც დააფიქსირა.
ბიჭს მემორიალის შეურაცხყოფის ბრალდება წაუყენეს. ეს დანაშაული კი სასჯელის სახით ჯარიმას ან თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს. კაცმა სასწრაფოდ გადაიხადა 1000 ზლოტი (239 ევრო), რაც მომავალში გადასახდელ ჯარიმას გამოაკლდება.
მუზეუმის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა კაცის საქციელს მიუღებელი და უხამსი უწოდა. ის ქვეყნიდან გააძევეს კიდეც.





