შვედეთში სამეფო ძვირფასეულობა მოიპარეს. სტოკჰოლმის სამხრეთით მდებარე ქალაქ სტრანგნასის კათედრალში შეჭრილმა ქურდებმა მეფე კარლ IX-ის ორი გვირგვინი და სკიპტრა წაიღეს.
შემთხვევა შუადღისით მოხდა, პოლიციის ინფორმაციით, ქურდები მომხდარიდან მალევე კატერით მიიმალნენ. დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
შვედური სამეფო ძვირფასეულობის უდიდესი ნაწილი სტოკჰოლმშია დაცული, თუმცა ძვირფასეულობის გარკვეული ნაწილი უპსალასა და სტრანგნასშიცაა. მეფე კარლ მეცხრე სწორედ მეთხუთმეტე საუკუნეში აგებულ კათედრალში არის დაკრძალული.
სტრანგნასის კათედრალი






