NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის 81%-სთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია, 12%-ისთვის კი - მიუღებელია.
2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაზრდილია, მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი შემცირებული.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, დადებითად გამოკითხულთა 75% პასუხობს, უარყოფითად კი - 17%.
აქაც, ისევე როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი გაზრდილია, მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი - შემცირებული.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.