ავარია

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 ჩვილია

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 

ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ორი მცირეწლოვანია. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები