მთავარი პროკურორობის კანდიდატი

წულუკიანი: მავანს ჩემი გადაწყვეტილი რომ არ ჰგონებოდა კენჭისყრაში არ ვმონაწილეობდი

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინსიტრმა და საპროკურორო საბჭოს თავდმჯოდმარემ თეა წულუკიანმა დღეს, საპროკურორო საბჭოს კენჭისყრაში, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირჩევდნენ მონაწილეობა არ მიიღო. ამის მიზეზად წულუკიანმა, თადუმაძის შვილის ნათლიობა დაასახელა. თუმცა აღნიშნა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის არ მისაღებად სხვა მიზეზებიც აქვს.

"არ არის დასამალი, რომ ეს კავშირი მე მასთან მაქვს, ვარ მისი თანამებრძოლი, თანამოაზრე და მისი შვილის ნათლია, როგორც მან ეს პატივი მომაგო. მე დღეს კენჭისყრაში არ მივიღე მონაწილეობა, იმისთვის რომ ჩემი მონაწილეობით რაიმე ტიპის, თუნდაც პატარა, ჩრდილი არ მისდგომოდა, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების გადაწყვეტილებას და თავისუფალ არჩევანს... რომ მერე მავანს არ ეძახა, რომ ეს არის წულუკიანის გადაწყვეტილება. ეს ამ ადამიანებისთვის იქნებოდა დაკნინება" - თქვა წულუკიანმა.

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ დღეს შალვა თადუმაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. იუსტიციის სამინისტროს საბჭოს სულ სამი კანდიდატი წარუდგინა მათ შორის, შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.

დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ. კახიძის მოთხოვნა იყო, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთის ღია ყოფილიყო, რაც საბჭომ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ მტავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილმა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, ეს ფორმალური პროცესი იყო და წინასწარ იყო გადაწყვეტილი რომ საბჭო მხარს შალვა თადუმაძეს დაუჭერდა.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა. შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაშია დანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა.

კომენტარები