აშშ

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფეიერვერკით აღნიშნეს [video]

ვაშინგტონში აშშ-ის 242-ე დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფეიერვერკით აღნიშნეს.

სანახაობას აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრის სახლის აივნიდან აკვირდებოდნენ.

1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა ბენჟამენ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. 4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან ამ დღეს, 1776 წელს, ამერიკის 13-მა კოლონიამ ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას.

კომენტარები