ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა [video]

ბათუმის დელფინარიუმის ცნობით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ორი დელფინი დაიბადა. დელფინარიუმმა ძუძუმწოვრების დაბადების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

მათი ცნობით, ახალშობილების სქესის დადგენის შემდგომ, თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს სახელების შერჩევაში.

"ახალშობილი დელფინების სახელების შესარჩევ კონკურსს, მათი სქესის დადგენის შემდეგ გამოვაცხადებთ. ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი ვერსიის გამოგზავნას ჩვენს ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge" - აღნიშნავს ბათუმის დელფინარიუმი.

კომენტარები