სამოქალაქო პარტნიორობა

ბრიტანეთში ჰეტეროსექსუალი წყვილები სამოქალაქო პარტნორობის გაფორმებას შეძლებენ

დიდ ბრიტანეთში ჰეტეროსექსუალმა წყვილმა სამოქალაქო პარტნიორობის სარჩელი მოიგო. მათ ქორწინების ნაცვლად სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება სურდაც, რაც ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის შესაძლებელი არ იყო. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო პარტნიორობის აქტი 2004, რომელიც მხოლოდ ერთნაისქესიანებს შეეხებოდა, შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

რებეკა სტეინფელდი და ჩარლზ კეიდანი, რომელთაც ქორწინების გაფორმების ნაცვლად, სამოქალაქო პარტნიორობაში შესვლა სურდათ, სარჩელის შეტანისას იმედოვნებდნენ, რომ სასამართლო ამ შესაძლებლობას ყველას მისცემდა. წყვილი ქორწინების ინსტიტუტს მოძველებულად თვლის. მათი თქმით, შვილები თანასწორ პარტნიორობაში უნდათ, აღზარდონ, ნაცვლად ქორწინებისა, რომელშიც ქალები საუკუნეების განმავლობაში საკუთრებად აღიქმებოდნენ.

სამოქალაქო პარტნიორობა წყვილებს სამართლებრივად დაქორწინებულების მსგავს უფლებებს ანიჭებს - მემკვიდრეობასთან, გადასახადებთან, მეურვეობასთან პენსიებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

2014 წლიდან ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში ერთნაირსქესიანების ქორწინებაცაა დაშვებული.

 

კომენტარები