ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი 2014 წლის კრიზისი, ეს იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებით და ოკუპაციით გამოწვეული კრიზისი, ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე და აისახა დევალვაციაშიც. ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ასევე ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი და რა თქმა უნდა ამან სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
tbl.ge/2yrr
დაკოპირდა
ლარის გაუფასურებაზე ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 2012 წელთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი 65%-ით არის დაცემული.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 1 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.10 თეთრამდე გაძვირდა, ევროსი – 3.34-მდე
- ლარი დოლართან 8.3 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 7.5 თეთრით