ვლადიმირ პუტინი

პუტინი #MeToo-ზე: სექსუალური შევიწროების შემთხვევები მედია კამპანიად არ უნდა იქცეს

ვლადიმირ პუტინი
EPA

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოძრაობა #MeToo(#მეც) რომელიც გასულ წელს სექსუალური ძალადობის და შევიწროვების მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად დაიწყო, მედიის შეთქმულებაა.

"ზოგიერთი ხალხი და ორგანიზაცია, რომელიც ქალების უფლებების დაცვაზე არის ორიენტირებული, დასავლეთის ქვეყნებსა და ჰოლივუდში მთლიან პროცესს ქმნის, რომელიც 10, 20 და 30 წლის წინანდელი პრობლემების წამოწევას ემსახურება." "ვფიქრობ უნდა დავიცვათ ყველა მოქალაქის ინტერესები, მიუხედავად სქესისა, რელიგიისა და ასაკისა, მაგრამ კვლავ რჩება კითხვა: რატომ ხდება ეს მხოლოდ ახლა? რატომ არა 10 წლის წინ, როდესაც, მათი მტკიცებით ეს ინციდენტები მოხდა?" თქვა პუტინმა ჟურნალისტებთან.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით "ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში" მსგავს საკითხებს სასამართლომ და პოლიციამ უნდა მიხედროს და არა მედია კამპანიამ.

"არ მიმაჩნია, რომ ეს შეკითხვები, განსაკუთრებით, კონკრეტული შემთხვევების, რაიმე სახის კამპანიად უნდა ვაქციოთ." თქვა მან.

ჟურნალისტებმა პუტინს რუსი დეპუტატის, ლეონიდ სლუცკის მისამართით სექსუალური შევიწროების ბრალდებებზეც ჰკითხეს, რაზეც პუტინმა თქვა, რომ ეს ისტორია არ სმენია.

სლუცკის 3 რუსი ჟურნალისტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმას თავმჯდეომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ისინიც დუმაში თავს უსაფრტოდ ვერ გრძნობენ, სამსახური უნდა შეიცვალონ.

"თქვენთვის სახიფათოა დუმაში მუშაობა? თუ დიახ, მაშინ შეიცვალეთ სამსახური." თქვა მან.

კომენტარები