დროებითი საგამოძიებო კომისია

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ

გარემოს დაცვის სამინისტრო

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პირველ საკითხად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ. 

ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად განხილული იქნება საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“.

დროებით საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობიდან წარდგენილი არიან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია სერგი კაპანაძის კანდიდატურა, ხოლო წევრებად: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიორგი ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან“ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრად წარდგენილია ადა მარშანია. ფრაქციას ადა მარშანიას კანდიდატურა, ასევე წარდგენილი ჰყავს კომისიის თავმჯდომარედ. დროებით საგამოძიებო კომისიის წევრად წარდგენილია აგრეთვე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ცნობილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნა ევროპულმა საქართველომ მოითხოვა, მათ ამ კომისიაში უმრავლესობა ექნებათ.

კომენტარები