ნუ მომკლავ

მარგველაშვილი: მოვედი რათა გავიზიარო ის ტკივილი, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული

facebook.com/PresidentMargvelashvili

გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის შეხვედრაზე ტკივილის გასაზიარებლად მივიდა. მარგველაშვილმა თქვა, რომ მას კომუნიკაცია აქვს მთავრობასთან და რომ მას უნდა საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც ადამიანები "პოულობენ როგორც სამართლიანობას, ასევე სტაბილურობას." შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

"პირველ რიგში მინდა გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელი ტკივილიც ბევრ ადამიანს შეეხო. 

მეორე: ჩემი მიზანი არის ვეურთიერთო როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისთვის რომ წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი. ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის ვურთიერთობ ბუნებრივია ხელსიუფლებასაც, არ დავიღლები იმ სასმახურში, რომ საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანები პოულობენ როგორც სამართლიანობას ასევე სტაბილურობას,"- ამბობს მარგველაშვილი.

ზაზა სარალიძე აქციაზე მარგველაშვილის მისვლას გუშინ ითხოვდდა, თუმცა პრეზიდენტი გუშინ აქციაზე არ მისულა.

კომენტარები