NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ნუ მომკლავ

სარალიძე: მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ

კვირა, 10 ივნისი, 2018 - 21:46
ნეტგაზეთი
tbl.ge/2yvl
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

“მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა“, - ამბობს მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე. ის რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გაშლილ კარავში გეგმავს დარჩენას. მთავრობის მხრიდან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.

ზაზა სარალიძე გიორგი კვირიკაშვილის, თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე ირაკლი შოთაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

“გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს ამაში დავრწმუნდი. მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა. კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა“, - ამბობს სარალიძე.

საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" 16:00-ზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორებს შორის არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისათვის, ახალი საქართველო და ლეიბორისტული პარტია. 

 

ნუ მომკლავზაზა სარალიძეთეა წულუკიანიგიორგი კვირიკაშვილიგიორგი გახარია

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 11 ივნისი, 2018 - 18:59შსს: დღეს რუსთაველზე 19 პირი დავაკავეთ, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილია
  • ორშაბათი, 11 ივნისი, 2018 - 18:18შსს: ნიკანორ მელია თავისუფალია
  • კვირა, 10 ივნისი, 2018 - 21:22აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე კარვები დადგეს
  • კვირა, 10 ივნისი, 2018 - 20:17აქციაზე "ნუ მომკლავ" ორი პირი დააკავეს
  • კვირა, 10 ივნისი, 2018 - 17:16აქცია "ნუ მომკლავ" პირდაპირ ეთერში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 01:07

FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 00:04

თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 21:05

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 20:50

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში