პარლამენტთან მისულ კვირიკაშვილს ბოთლები ესროლეს და აქციიდან გააძევეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნუ მომკლავ“ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს, ბოთლები ესროლეს და შეძახილით „წადი“ გააძევეს.

კვირიკაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა და შეეცადა, პროტესტის მონაწილეებისთვის გარკვეული შეთავაზებები გაეცნო, მაგრამ უშედეგოდ.

აქციაზე მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები