ხორავას ქუჩის საქმე

ელისაშვილი: ადამიანს შვილი მოუკლეს და აბუჩად იგდებს მთელი პროკურატურა

შვილები მყავს და არ მინდა, ჩემს შვილებს სკოლაში ისეთი რამ დაემართოთ, რაც მოხდა და მეორეც, არ მინდა სახელმწიფო და პროკურატურა, აი, ესე სრესდეს ერთ კონკრეტულ მშობელს. რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის, რაც ეხლა ხდება? ადამიანს შვილი მოუკლეს და აბუჩად იგდებს მთელი პროკურატურა. 

აი, ეს გარეწარი რომ ზის იქ, მტკიცებულებების გამყალბებელი და ნაძირალა შოთაძე და ყველა ნაძირალაა, ვინც იმ სტრუქტურაში მუშაობს. ვინმეს თუ ნამუსი აქვს პროკურატურაში, ეხლა უნდა წამოვიდეს იქიდან და დატოვოს თავის თანამდებობა. ეხლა იქ მუშაობა არის სირცხვილი. ეს თუ შერჩათ, მაშინ ამას დავარქვათ, არ ვიცი, ბიძინას დუქანი

განუცხადა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

კომენტარები