გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს "მეფედრონი" კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან "ჰეროინი" - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება.
tbl.ge/2wuv
დაკოპირდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 7 მაისს სამართალდამცველებმა ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზატორები დააკავეს.
ამავე თემაზე
- გომელაურის თქმით, 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება
- NGO-ები: ნარკოპოლიტიკა სისტემურ რეფორმას საჭიროებს
- SJC: დასჯის ნაცვლად, ზომები ნარკომომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული
- SJC: საგანგაშოა ღარიბაშვილის რიტორიკა ნარკოპოლიტიკის გამკაცრების თაობაზე
- ღარიბაშვილი: ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მუშაობა უნდა დავაწყებინოთ