ეგვიპტე

ეგვიპტელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტუტანხამონის "საიდუმლო ოთახი" არ არსებობს

EPA

ეგვიპტელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტუტანხამონის “საიდუმლო ოთახი” საერთოდ არ არსებობს. აქამდე, მკვლევრები 90%-ით დარწმუნებულები იყვნენ, რომ ახალგაზრდა ფარაონის, ტუტანხამონის სამარხში, ერთ-ერთი კედლის უკან საიდუმლო ოთახი იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, საიდუმლო ოთახის ადგილას შესაძლოა, დედოფალ ნეფერტიტის სამარხი ყოფილიყო, რომელიც ივარაუდება, რომ ტუტანხამონის დედაა. ახალი კვლევებით კი დასტურდება, რომ საიდუმლო ოთახი საერთოდ არ არსებობს.

საიდუმლო ოთახის სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინგლისელმა არქოლოგმა, ნიკოლას რივსმა სამარხი სკანირებით დეტალურად შეისწავლა. მან აღმოაჩინა მკრთალი ნაკვალევი ან “მოჩვენებები” მსგავსი რამ - კარის მიღმა.

2015 წლის ნაშრომში “ნეფერტიტის დაკრძალვა”, რივსი წერს, რომ ტუტანხამონის სამარხი, სინამდვილეში, ნეფერტიტისთვის იყო შექმნილი და შესაძლოა, მისი ნეშტის ნაწილები ამ სამარხში აღმოეჩინათ.

ნეფერტიტის ნეშტი არასოდეს უპოვიათ, მაგრამ ეს თემა დიდი სპეკულაციის საგანი იყო. დედოფლის 3,000 წლის წინანდელმა ქანდაკებამ, ნეფერტიტი ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალად აქცია.

არსებობს მოსაზრება, რომ მეუღლის სიკვდილის შემდეგ, სანამ ტუტანხამონი გახდებოდა ფარაონი, ნეპერტიტი თავად მართავდა ეგვიპტეს.


ფოტო: GETTY IMAGES

ჩატარდა სამარხის მეორე სკანირებაც, რომელიც ასევე ამყარებდა არქეოლოგი რივსის ეჭვებს. “საიდუმლო ოთახის” პოვნის შემთხვევაში, ეს იქნებოდა ეგვიპტისთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა.

ტურინის უნივერსიტეტის იტალიელმა სპეციალისტებმა ახალი გამჭოლი რადარის მეშვეობით თავიდან ჩაატარეს სკანირება, რამაც “საიდუმლო ოთახის” არარსებობა დაადასტურა.

“შესაძლოა, იმედი გაგიცრუვდათ იმის გამო, რომ ტუტანხამონის სამარხის კედლების უკან არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კარგი სამეცნიერო კვლევა იყო.” - თქვა ფრანცისკე პორსელიმ, რომელიც მკვლევართა გუნდის უფროსია.

კომენტარები