ჩვენი დღევანდელი დებატი არის პოლიტიკური დებატი საპარლამენტო სუბიექტებს შორის, მაგრამ ყველას გვესმის, რომ დღეს არ არის ჩვეულებრივი საპარლამენტო დისკუსია უმრავლესობას და უმცირესობის ფორმატში. დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტაცია და შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ გზას, იმ ფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო დისკუსიაში, უმცირესობასაც მიზანნშეუწონლად და შეუძლებლად გვეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება, ამიტომ დებატებში ჩვენი მონაწილეობა აღარ იქნება და კიდევ ერთი - იმედს ვიტოვებ, ხვალინდელი დღიდან, ასეთივე პრინციპული იქნებით რეგლამენტის შესრულებაში, მაშინ როცა საკითხი ეხება მინისტრების მობრძანებას პარლამენტში, ასევე დაიცავთ რეგლამენტს და ადგილი არ იქნება ორმაგ ინტერპრეტაციას მინისტრების სასარგებლოდ და პრეზიდენტის საზიანოდ
tbl.ge/2wk7
დაკოპირდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. ცნობისთვის, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ პოლიტიკური დებატების ფორმატის შეცვლას. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, მას დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალება მისცემოდა, რასაც რეგლამენტი არ ითვალისწინებს.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




