თამბაქოს კვამლისგან მაქსიმალურად გათავისუფლებული უნდა იყოს ისეთი სივრცეები, სადაც თამბაქოს მოწევა ზიანს აყენებს მეორე ადამიანს. ჩვენს კანონში სწორედ ეს არის წინ წამოწეული. რომ ზიანის მიყენება არ მოხდეს არამწეველების მიმართ. თავისმხრივ მწეველბსაც ვიცავთ, როდესაც ვუზღუდავთ მათ დახურულ შენობებში მოწევას და იძულებულები არიან ხშირად გავიდნენ გარეთ, სუფთა ჰაერზე. ამასთანავე, მათ შესაძლოა მოწევის სიხშირეც შეამცირონ
tbl.ge/2wgu
დაკოპირდა

ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს თამბაქოს კონტროლის კანონის ერთ-ერთი ავტორი გუგული მარღაძე. მაღრაძის კანონდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს შევიდა ძალაში. შედეგად, დაწესებულებებში მოწევა აიკრძალა, აკრძალვა შეეხება მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებს, კიბის უჯრედებს, სარდაფებსა და სხვენებსაც. მოწევა კერძო ბინებში დასაშვები იქნება.
ამავე თემაზე
- 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი კოლოფზე 85 თეთრით გაიზრდება - კანონპროექტი
- NCDC: თამბაქოს მომხმარებელ COVID-პაციენტებში გართულებები და გარდაცვალება უფრო ხშირია
- მაჭავარიანი: ტყუილია, რომ სიგარეტი ძვირდება და 15 ლარი ხდება, აქციზს 2022 წლამდე არ გავზრდით
- 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება
- მაჭავარიანი: აუცილებელია, დაიბეგროს ასაწონი თამბაქოც




