არჩევნები 2018

ამომრჩეველთა აქტივობა 24.3%-ია, რაც ზუსტად 2016 წლის საარჩევნო აქტივობის ტოლია

ტაბულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვანისა და ხონის შუალედური არჩევნების აქტივობის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 12:00-ის მდგომარეობით ხმა 11,708-მა მოქალაქემ მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 24.3%-ია. 

საინტერესოა, რომ ამომრჩეველთა ეს აქტივობა ზუსტად არის ტოლი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგისა. მაშინაც 12:00-ის მდგომარეობით ხმა ამომრჩეველთა 24.3%-ს ჰქონდა მიცემული.

2016 წელს ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში საერთო აქტივობამ 65% შეადგინა.

დღეს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. ოლქში რეგისტრირებულმა 48 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი ექვს კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. მათგან ორი უმთავრესი კანდიდატი გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძეა. 

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

 

კომენტარები