NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
salone del mobile

Salone del Mobile.Milano - ავეჯის ყველაზე მასშტაბური გამოფენა მილანში

პარასკევი, 27 აპრილი, 2018 - 11:33
tbl.ge/2w9v
დაკოპირდა
Alessandro Russotti / Salone del Mobile.Milano
Alessandro Russotti / Salone del Mobile.Milano
Alessandro Russotti / Salone del Mobile.Milano
Diego Ravier / Salone del Mobile.Milano
Diego Ravier / Salone del Mobile.Milano
Alessandro Russotti / Salone del Mobile.Milano
Diego Ravier / Salone del Mobile.Milano
Diego Ravier / Salone del Mobile.Milano
Luca Fiammenghi / Salone del Mobile.Milano
Luca Fiammenghi / Salone del Mobile.Milano
Alessandro Russotti / Salone del Mobile.Milano
Diego Ravier / Salone del Mobile.Milano

ამბობენ, რომ უმჯობესია, მილანს აპრილში ესტუმროთ - მაშინ, როცა აქ ინტერიერის დიზაინისა და თანამედროვე ავეჯის გამოფენა იმართება. ერთი კვირის განმავლობაში ეს იტალიური ქალაქი დიზაინის სამყაროს ცენტრი ხდება - ასი ათასობით ჟურნალისტი, კოლექციონერი, კრიტიკოსი, ენტერპრენერი, დიზაინერი, ბიზნესმენი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი თავს Salone del Mobile-ზე იყრის.

Salone Del Mobile სათავეს 1961 წლიდან იღებს და დღეს ის მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე დიდი ღონისძიებაა. ორგანიზატორები გამუდმებით ამბობენ, რომ ეს მოვლენა გაცილებით მეტია, ვიდრე შეიძლება სიტყვები „ავეჯის ბაზრობა“ გეუბნებოდეთ. მართლაც, თუ Salone Del Mobile-ს უბრალოდ ავეჯის ბაზრობად მოიხსენიებთ, ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გეტყვიან, რომ ეს იგივეა, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბურთის გორაობა უწოდოთ.

და მაინც, რატომ უნდა დაგაინტერესოთ იტალიის მოდის დედაქალაქში გამოფენილმა ძვირადღირებულმა ავეჯმა და ინტერიერის დიზაინის ფუფუნების საგნებმა? პასუხი მარტივია: სწორედ აქ ამოირჩევა ის სიახლეები და ტენდენციები, რასაც მომდევნო წლებში ყველა მასობრივ ბაზარზე გათვლილი პროდუქციის მწარმოებლების დახლებზე ნახავთ.

2018 წლის Salone Del Mobile-ს რიგით 57-ე გამოფენა ტრადიციულად დიზაინერების კოლაბორაციებით, პრეზენტაციებით, ინსტალაციებითა და დამოუკიდებელი დებიუტებით დახუნძლული გამოდგა. უპრეცედენტო იყო ღონისძიების მასშტაბი - ექვსი დღის განმავლობაში საგამოფენო პავილიონებს მსოფლიოს 188 ქვეყნიდან თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ესტუმრა. საკუთარი პროდუქცია 1841-მა ექსპონენტმა წარმოადგინა. მათგან თითქმის მესამედი სხვა ქვეყანას წარმოადგენდა.

გამოფენის ძირითადი ნაწილი მილანთან ახლოს, როს ტერიტორიაზე, 230 ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებულ პავილიონებში იმართება და თემატურ ნაწილებად იყოფა:

ავეჯისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა

ტერიტორიაზე, რომელიც ამ გამოფენას უკავია, კლასიკური ავეჯის, ინტერიერის დიზაინისა და ლუქს-კლასის პავილიონებს შეხვდებოდით. დამთვალიერებლები ერთფეროვნებით ნადვილად არ მოიწყენდნენ, თუმცა, ოთახების დიზანში საერთო ჯამში წითელ-ვარდისფერი და ნაცრისფერი ჭარბობდა. თუ ყველა ტენდენციის საერთო მახასიათებელი უნდა გამოვყოთ, ეს საგნების ნარაციის, თხრობის უნარზე კონცენტრაცია იქნება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნივთების უნარს, შექმნან ატმოსფერო.


ფოტო: Luca Fiammenghi / Salone del Mobile.Milano

EuroCucina 

ეს სამზარეულოს აღჭურვილობას და ტექნიკის გამოფენაა, რომელსაც ტრადიციულად ცალკე ნაწილი ეთმობა. წელს საკუთარი პროდუქცია 117-მა კომპანიამ გამოფინა. შეიძლება ითქვას, რომ მათი საერთო მახასიათებელი, ეფექტურობასთან ერთად, არის იდეა, რომ სამზარეულო მეტია, ვიდრე სახლის მხოლოდ ფუნქციური ნაწილი - ეს თავშეყრისა და სოციალიზაციის ადგილია. ახალ ფორმებთან, ფერებთან და მასალასთან ერთად, თითოეული ექსპონენტი შეეცადა, საუკეთესოდ წარმოეჩინა მისი ბრენდის თანამედროვე დიზაინი, ტექნოლოგიური წინსვლა, ენერგოეფექტურობა და მოხერხებულობა.


ფოტო: Salone del Mobile.Milano

აბაზანები

გამოფენის კიდევ ერთი ნაწილი სააბაზანოებმა დაიკავეს. თანამედროვე აბაზანის მოწყობისთვის საჭირო ნივთები თანხვედრაშია დღევანდელი ბაზრის მოთხოვნასთან - ეფექტურობა და ენერგიის მოხმარების დაზოგვა.


ფოტო: Andrea Mariani / Salone del Mobile.Milano

SaloneSatellite

Salone del Mobile-ს ერთერთი გამორჩეულად საინტერესო ნაწილი პარალელური გამოფენა SaloneSatellite-ა, რომელზეც საკუთარ ნამუშევრებს ახალგაზრდა დიზაინერები წარმოადგენენ. დამწყებ, თუმცა თავის საქმეში გამორჩეულ დიზაინერებს თავის წარმოჩენის ეს შესაძლებლობა 1998 წლიდან ეძლევათ და როგორც წესი, მათი სამომავლო წარმატების საწინდარიც ხდება. წლევანდელი გამოფენა აფრიკისა და ლათინური ამერიკის თემატიკას დაეთმო. დაინტერესების შემთხვევაში, საკუთარ სტენდთან მყოფი ახალგაზრდა დიზაინერები დაწვრილებით აგიხსნიდნენ მათ მიერ დამზადებული ნივთების კონცეფციასა და დანიშნულებას."მსუბუქი სამზარეულო" - საერთაშორისო ჟიურიმ SaloneSatellite-ზე იტალიელი დიზაინერის სწორედ ეს ნამუშევარი გამოარჩია:

"მსუბუქი სამზარეულო" - SaloneSatellite-ს ჟიურის მიერ არჩეული ნამუშევარი
ფოტო: Salone del Mobile.Milano

მთლიანი გამოფენიდან, გამორჩეული ნამუშევრებისთვის წლევანდელი Salone del Mobile-ს ჯილდოს მფლობელები, საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, CC-Tapis, Magis და Sanwa გახდნენ.

CC-tapis - ხალიჩების მწარმოებელი ბრენდის სტენდი, რომელიც ჯილდოს მფლობელი გახდა
ფოტო: cc-tapis.com

როს ტერიტორიაზე მოწყობილი პავილიონები ყველაფერი არ არის - პარალელური ღონისძიები ქალაქის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს. მაგალითად, წელს ერთერთი ასეთი იყო პროექტი „ცოცხალი ბუნება“. პიაცა დელ დუომოზე მოწყობილ სივრცეში დამთვალიერებლებს ერთდროულად, ერთმანეთის გვერდით არსებულ წელიწადის ოთხი სეზონის შესაბამის მიკროკლიმატში შეეძლოთ გადაადგილება. პროექტის მიზანი ურბანული სივრცეებისა და ბუნების თანაარსებობის შესაძლებლობის ჩვენება გახლდათ.

მომავალ წელს Salone del Mobile.Milano 9-14 აპრილს გაიმართება. თუ დააპირებთ, მილანს ესტუმროთ, გირჩევთ, ეს სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიოთ.

salone del mobileმილანიავეჯიგამოფენადიზაინისააბაზანოსამზარეულოფიერაბაზრობა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 30 აპრილი, 2019 - 15:40ინტერიერის დიზაინის მთავარი ტენდენციები Salone del Mobile.Milano-ს 2019 წლის გამოფენიდან
  • ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019 - 18:38SaloneSatellite - ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები ინტერიერის დიზაინის გამოფენაზე
  • ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019 - 14:49Salone del Mobile.Milano - 2019 წლის სიახლეები ავეჯის ყველაზე დიდ გამოფენაზე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საია: სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოვიგეთ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 15:30

საია: სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოვიგეთ

Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 14:40

Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს

ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 14:26

ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 13:50

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 13:19

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა
5ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა – ია დარახველიძე

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში