NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
salone del mobile

ინტერიერის დიზაინის მთავარი ტენდენციები Salone del Mobile.Milano-ს 2019 წლის გამოფენიდან

სამშაბათი, 30 აპრილი, 2019 - 15:40
tbl.ge/3qru
დაკოპირდა
salonemilano.it
salonemilano.it
salonemilano.it
salonemilano.it
salonemilano.it

ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი გამოფენა Salone Del Mobile.milano დასრულდა.

ინსტალაციები და პრეზენტაციები 6 დღის განმავლობაში მსოფლიოს 180-მდე ქვეყნიდან 400 ათასამდე ადამიანმა იხილა. პავილიონები, წელსაც, ტრადიციულად, ქალაქგარეთ, როს ტეროტორიაზე, 205 ათას კვადრატულ მეტრზე იყო განლაგებული - თუმცა ეს გამოფენის მხოლოდ ნაწილია. მასთან დაკავშირებულმა კულტურულმა ღონისძიებებმა მთელი ქალაქი მოიცვა.

ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს განსაკუთრებით დააინტერესებთ ტენდენციები, რომელიც წლევანდელ გამოფენაზე შეიმჩნეოდა, რადგან დამთვარიელებელს სწორედ აქ ეძლევა საშუალება, დააკვირდეს სიახლეებს, რასაც მომდევნო წლებში ყველა მასობრივ ბაზარზე გათვლილი პროდუქციის მწარმოებლების დახლებზე შეხვდება.

მილანის ავეჯის დიზაინის კვირამ სხვადასხვა ტენდენცია გამოკვეთა. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:

მასალის მდგრადობა და ხელახლა გამოყენება

გარემოს მიმართ მზრუნველობა ავეჯისა და სხვა ნივთების წარმოებაშიც ფეხს იკიდებს და სულ უფრო პოპულარული ხდება. მყიდველი მეტად ითხოვს ეკო-მეგობრულობას, შესაბამისად, მწარმოებლები ცდილობენ, ახალი გზები მოიძიონ და ამ პრინციპით ისეთი პროდუქცია შექმნან, რომელიც თან მიმზიდეველი და ფუნქციურია.

“ხეტიალი“

გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების სურვილთან ერთად, ადამიანები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, ისე იცხოვრონ, რომ მუნიციპალურ და სხვა საერთო სერვისებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. ეს ტენდენცია გამოფენაზეც აისახა - სწორედ ეს ხსნის, რომ აქ წარმოდგენილი ნივთები, როგორც წესი, ადვილად ტრანსპორტირებადია და ხშირ შემთხვევაში, მათი ტრანსფორმაციაც მარტივადაა შესაძლებელი.

ემოციური კმაყოფილება

მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორ გამოიყურება თქვენი სახლი ახალი ავეჯით, არამედ ის, თუ როგორ გაგრძნობინებთ ის თავს - ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდა - ავეჯი, ინტერიორი და სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენებითაც, სწორედ ემოციური კმაყოფილების მოგვრაზე ფოკუსირდებიან.

გარემო, სადაც ნივთები უნდა შეიძინოთ

კომპანიებმა იციან, რომ მომხმარებელი სულ უფრო და უფრო ნივთებზე მეტად გამოცდილებებს აფასებს, რაც ფულის ხარჯვის ჩვევებსაც ცვლის. მყიდველი დასაბრუნებლად, მწარმოებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ, მათ მაღაზიებში შესულმა ადამიანებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც სახლში. ცდილობენ, ყიდვის ახლებული პროცესი შესთავაზონ - გარემოში, რომელიც მათ სახლს წააგავს.

განათება

ცალკე შეგვიძლია გამოვყოთ ტექნოლოგიური ინოვაციები და ტენდენციები განათების სფეროში. შიდა და გარე განათებები, ინდუსტრიული, შოუებისა და ღონისძიებების განათება, სახლის განათების ავტომატური სისტემები - ამ სფეროს უმთავრესი სიახლეები განათების საერთაშორისო გამოფენაზე Euroluce იყო წარმოდგენილი. ეს გამოფენა Salone del mobile-ს ნაწილია და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ითვლება, რომ ხსენებული გამოფენა ერთერთია, რომელიც ამ სექტორში სტანდარტებს აწესებს.

2019 წლისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი განათებები კიდევ უფრო მეტად „ჭკვიანი“ და სივრცესთან ინტეგრირებული იყო. ამასთან, სურვილმა, რომ უკაბელო განათება მეტად დაინერგოს, დახვეწა ისეთი განათებები, რომელთა ტარება და გადატანა მარტივადაა შესაძლებელი.

ერთერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ამ სფეროში უდგათ, არის სურვილი, ერთდროულად მიაღწიონ ენერგოეფექტურობას, გამძლეობას და ღირებულების კლებას. ამიტომ, განათების ახალი სისტემები ცდილობენ, ერთმანეთს შეუთავსონ ტრადიციული მოთხოვნები და მაღალი ხარისხის LED და OLED განათებები.

2019 წლის Salone del Mobile ლეონარდო და ვინჩის მიეძღვნა - მილანში წელს მხატვრისა და გამომგონებლის გარდაცვალების 500 წლისთავს აღნიშნავენ.

იტალიამილანიავეჯიდიზიანიმოდატენდენციებიგამოფენაsalone del mobile

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019 - 18:38SaloneSatellite - ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები ინტერიერის დიზაინის გამოფენაზე
  • ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019 - 14:49Salone del Mobile.Milano - 2019 წლის სიახლეები ავეჯის ყველაზე დიდ გამოფენაზე
  • პარასკევი, 27 აპრილი, 2018 - 11:33Salone del Mobile.Milano - ავეჯის ყველაზე მასშტაბური გამოფენა მილანში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕