NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
salone del mobile

SaloneSatellite - ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები ინტერიერის დიზაინის გამოფენაზე

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019 - 18:38
Salone del Mobile.Milano
tbl.ge/3qte
დაკოპირდა

SaloneSatellite ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის საერთაშორისო გამოფენაა, რომელზეც საკუთარ ნამუშევრებს ახალბედა დიზაინერები წარმოადგენენ. გამოფენა და მისი თანმხლები დაჯილდოების ცერემონია მილანში ყოველწლიურად ამ სფეროს ყველაზე მასშტაბური გამოფენის Salone del mobile-ს პარალელურად იმართება. 35 წლამდე ასაკის დამწყებ, თუმცა თავის საქმეში გამორჩეულ დიზაინერებს თავის წარმოჩენის ეს შესაძლებლობა 1998 წლიდან ეძლევათ და როგორც წესი, მათი სამომავლო წარმატების საწინდარიც ხდება.

SaloneSatellite-ზე წარმოდგენილი ნამუშევრები, როგორც წესი, თემატურია. წელს გამოფენა მასალის გადამუშავების პროცესსა და ამის გამოყენებაზე იყო ფოკუსირებული.

ჟიურიმ, რომელიც დიზაინის სამყაროს მოწინავე ფიგურებისგან შედგება, 2019 წლის გამარჯვებული პროექტები 10 აპრილს გამოავლინა.

პირველი პრიზი

ჯილდო იაპონურ დიზაინის სტუდიას Kuli-Kuli ერგო, პროექტისთვის - კობეს ტყავი. ეს სტუდია დაფუძნებული სწორედ იაპონიის ქალაქ კობეშია, რომელიც იქ წარმოებული ხორცითაა განთქმული. დიზაინერებმა, ადგილობრივ ტყავის გადამმუშავებლებთან ერთად, ძროხის ტყავი ახალი პროდუქტების კოლექციად გარდაქმნეს. ჟიურიმ ამ პროექტის მთავარ ღირსებად მასალის იმგვარად გამოყენება დაასახელა, რაც ქმნის დიზაინის სისტემას, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროდუქს შეიძლება მივუსადაგოთ.

მეორე პრიზი

გემრანულმა სტუდიამ PHILIPP HAINKE პროექტი "შარავანდედი" წარმოადგინა. წარმოდგენილი "შარავანდედის სკამის" კონცეფცია მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა კანაფისგან დამზადებული მსუბუქი მასალის შესაძლებლობები. ჟიურიმ ჩათვალა, რომ "შარავანდედის სკამი" არის მაგალითი იმისა, თუ რა არის დიზაინი მისი ყველაზე ფართო გაგებით და მოგვიწოდებს მასალის, ფორმის, ფუნქციურობისა და წარმოების მეთოდების ხელახალი შესწავლისკენ.

მესამე პრიზი

იაპონელი ბაკუ საკაშიტას პროექტი "2.5 განზომილებიანი ნივთები" - ეს მავთულის 3D კონსტრუქციებია, რომელიც ქაღალდის ზედაპირზე დახატული ორ განზომილებიან შავ ხაზებს გავს. ოპტიკურ ილუზიას 0.3 მილიმეტრის დიამეტრის მავთულის სიწვრილე ქმნის. ჟიურიმ მიიჩნია, რომ 2.5 განზომილებიანი ობიექტის არტისტული აბსტრაქცია შთამბეჭდავია და აჩვენებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და დიზაინის კომპანიებისგან შემდგომი თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო ხორვატიულმა KOKO-მ. ამ უკანასკნელმა წარმოადგინა საბავშვო ნივთები, რომლებიც რვა ელემენტისგან შედგება, კომბინაციის ცვლილება კი მათ ფუნქციას და ფორმას ცვლის. მსგავსი შეთავაზება მიიღო იტალიური STUDIOMIREI-ის პროექტმაც „ნისლეული ლამპა“ - რომელიც ვარსკვლავთაშორის მტვრის ღრუბელს გამოსახავს და ბანანის ბოჭკოსგანაა დამზადებული. სპეციალური პრიზი ნომინაციაში „საჭმელი, როგორც დიზაინის ობიექტი“ ავსტრალიელმა კრისტენ ვანგმა მიიღო - ყავისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი ტაბურეტისთვის.

salonesatelliteდიზაინიმილანიინტერიერიავეჯიsalone del mobile

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 30 აპრილი, 2019 - 15:40ინტერიერის დიზაინის მთავარი ტენდენციები Salone del Mobile.Milano-ს 2019 წლის გამოფენიდან
  • ხუთშაბათი, 21 მარტი, 2019 - 14:49Salone del Mobile.Milano - 2019 წლის სიახლეები ავეჯის ყველაზე დიდ გამოფენაზე
  • პარასკევი, 27 აპრილი, 2018 - 11:33Salone del Mobile.Milano - ავეჯის ყველაზე მასშტაბური გამოფენა მილანში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕