სირიის კონფლიქტი

სირიაზე დარტყმის გამო, პუტინი გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრას ითხოვს

telegraf.com.ua

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ისა და მისი პარტნიორების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, მიერ სირიის დედაქალაქზე, დამასკოზე დარტმა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ამასთან, არღვევს სირიის სუვერენიტეტს. 

პუტინი მოითხოვს, "დაუყონებლივ შეიკრიბოს გაეროს უშიშროების საბჭო" ამ საკითხის განსახილველად. 

7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც დღეს აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიის დედაქალაქს გაერთიანებული სამხედრო ძალებით დაესხნენ თავს.

კანადისა და ავსტრალიის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო კავშირის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.  

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, განცხადებით, კანადა მხარს უჭერს 3 ქვეყნის გადაწყვეტილებას "საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური იარაღის გამო ჩატარებული სამხედრო აქტის" შესახებ. 

გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი მარიზ პეინიც. 

"ავსტრალია მხარს უჭერს ამ იერიშს, რომელიც წარმოადგენს იმავე კალიბრის, პროპორციულ და შესაფერის პასუხს. მათ ასადის რეჟიმსა და მისი ზურგის გამმაგრებლებს, რუსეთსა და ირანს, უნიკალური მესიჯი გაუგზავნეს იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას შემწყნარებლურად არ მიუდგებიან,"- აცხადებს პეინი. 

აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებით, ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეურაცხყოფაა, რომელიც მიუღებელია და ამას აუცილებლად მოყვება შესაფერისი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებელი აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან. 

თავად პუტინის განცხადებით, რუსეთი გმობს სირიაზე დარტყმას და მას სუვერენიტეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიულ აქტს უწოდებს. მისი თქმით, ეს გაეროს პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ მიერ კონტროლირებად არც საჰაერო და არც სახმელეთო ტერიტორიაზე იერიში არ განხორციელებულა. 

სირიაზე დარტყმას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისევე, როგორც სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

სირია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სამხედრო ძალებმა დიდი რაოდენობით სარაკეტო საშუალებების მოგერიება შეძლეს. ბაშარ ალ-ასადის პრესსამსახური Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სახელწოდებით, "დილა სიმტკიცისა":

წაიკითხეთ ამავე თემაზე - მეი: ეს აქტი ეხება ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება 

კომენტარები