საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: ევროპულმა საბჭომ 45 მლნ ევრო გამოგვიყო, შეუფასებელია ასეთი მხარდაჭერა

პრემიერმინისტრი

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მადლობას უხდის. პრემიერის თქმით, "საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე" და ამ პროცესში შეუფასებელია დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო მხარდაჭერა.

"ევროპულმა საბჭომ მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა" - აცხადებს პრემიერი.

კომენტარები