რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდა

რი იონგ ჰო და სერგეი ლავროვი
Reuters

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, რი იონგ ჰო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაცია განიხილეს.

სერგეი ლავროვის თქმით მან მიპატიჟება მიიღო და ფხენიანში ჩავა.

შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მისი თქმით რუსეთი მიესალმება ნახევარკუნძულზე სიტუაციის ნორმალიზებას და ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის კონტაქტს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით კიმ ჩენ ინთან შეხვედრა მაისში ან ივნისის დასაწყისში შედგება.

კომენტარები